ლევან მახაშვილი: მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?

„საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელისუფლება, რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?“ - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ პროცესისგან ხელისუფლება მოელის, რომ დასავლეთის მხრიდან ოფიციალურად აღიარებული იქნება ის დანაშაულები, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა.
„ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი გულისყურით ვუსმენ ხოლმე საგამოძიებო კომისიის სხდომებს იმიტომ, რომ ჩემი ასაკიდან გამომდინარე იმ პერიოდზე, რა პერიოდსაც იკვლევს საგამოძიებო კომისია, ძალიან ბევრი რამე მეც არ ვიცოდი. იმიტომ, რომ არ ვიყავი ჩართული ასე აქტიურად, როგორც მოქალაქე ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესებს ვადევნებთ თვალს.
რა აქცენტებიც აქვს დღეს ოპოზიციას ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის შეშფოთება, რასაც ვიგებთ მათგან. აქ ძალიან მკაფიოდ შეიძლება ერთი რაღაც ითქვას. დღეს ჩვენ და მათ შორის ეს ადამიანებიც, რადიკალური ოპოზიციაც თუ თამამად ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არა როგორც რიტორიკის დონეზე, არამედ როგორც სამართლებრივად გამყარებულ ტერმინზე, საერთაშორისო სასამართლოებში გამყარებულ ტერმინზე, ამას თამამად ვსაუბრობთ ზუსტადაც „ქართული ოცნების“ წყალობით. იმიტომ, რომ ჩვენ, მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ გვქონდა საერთაშორისო ომი გამოცხადებული სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და ყველა დეტალი, არა უბრალოდ ლამაზი სიტყვების დონეზე, საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო სასამართლოების დონეზე განვამტკიცეთ და დავამტკიცეთ. ამიტომ, როდესაც აქ რუსეთის ფაქტორს შემოიტანენ ხოლმე, მინიმუმ ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანებისგან.
იმიტომ, რომ დიახაც, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოა, რომ დღეს ოკუპაციას ჰქვია ოკუპაცია და რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ საერთაშორისო სასამართლოების დასკვნებით ამ ოკუპაციაზეც, ამ ოკუპაციის ძალადობრივ ხასიათზეც და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევაზეც.
ამიტომ ამ მხრივ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ თუკი ვინმეს წვლილი მიუძღვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების, ეს არის დიახაც, „ქართული ოცნება“. ამიტომ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადო და ცივი წყალი დალიონ ამ ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთში აურევენ და აზელენ ხოლმე „ქართულად ოცნებას“ და რუსეთის ფაქტორს იმიტომ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ მთლიანად ამ პროცესის.
ანუ სამართლებრივი საკითხი აქ გადაწყვეტილია და არავინ ამ საგანს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს მაგრამ მეორე საკითხი, რაც არის ძირითადი თემა ამ საგამოძიებო კომისიის არის ის, რომ ყველაფერთან ერთად საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელისუფლება, რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან? ომის დროს, რატომ ხდებოდა ხოლმე, რომ ისეთი პოლიტიკური პირები ხდებოდნენ გენერლები და ისეთი პოლიტიკური პირები აიღებდნენ სამხედრო გადაწყვეტილების, რომლებსაც არ ჰქონდათ ამის უფლებამოსილებები და ომის შემდგომაც ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე მაგალითად ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე, სადაც საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ჯარი დაადანაშაულა მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დაწყებაში.
ამიტომ ეს კითხვები არსებობს, ეს არის ლეგიტიმური კითხვები და ეს უბრალოდ ეს ნაბიჯები, რაც მაშინ მთავრობამ გადადგა ეს არ არის უბრალოდ რაღაც დაშვებული შეცდომები, ეს სცდება შეცდომების კატეგორიას და გადადის ხშირ შემთხვევაში დანაშაულებში.
რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, დასავლეთ არასდროს საჯაროდ არ უღიარებია წინა რეჟიმის ძალიან ტრაგიკული მემკვიდრეობა და სისტემური დანაშაულები, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ თუკი რამეს ველოდებით ჩვენ დასავლეთისგან, კოლექტიური დასავლეთისგან თუკი რამის სურვილი გვაქვს, გვაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა აღიარებული იყოს ეს ძალადობრივი სისტემა, ძალადობრივი რეჟიმი“, - აღნიშნავს მახაშვილი.
1743537867
სპორტიკვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს
ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...
1743533541
მსოფლიოთეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...
1743530468
საზოგადოებაბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...