"ლომჯარია, მხოლოდ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს, როდესაც ქვეყანაში 10 ათასამდე პატიმარია" - ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მხოლოდ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს, როდესაც ქვეყანაში 10 ათასამდე პატიმარია.
"ათი ათასამდე პატიმარია და მათი 2/3 საჭიროებს ომბუდსმენის ჩართულობას, თუმცა ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს და შორსაა ნეიტრალურობისგან.
მოგვიწევს შეგუება, რადგან ჯერ ვადა აქვს ომბუდსმენად ყოფნის.
იმედია, ხელისუფლება აღარ დაუშვებს ომბუდსმენის კანდიდატის წარდგენისას ასეთ შეცდომას.
რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სააკაშვილის შინაპატიმრობაზე, ეს იურიდიულ ნორმასთან შეუსაბამოა და ასევე შეუთავსებელია მორალურ კატეგორიასთან.
მან უკეთ იცის, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საპატიმროებში და არ ჰქონია ასეთი გულშემატკივრობა და დაინტერესება რეჟიმის მსხვერპლებთან.
როგორც ექიმები და მისი გარემოცვა ამბობენ, სააკაშვილს მას აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები და წარმოაჩენენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პარტიის მთავარ ფიგურას.
მუდმივადაა დესტრუქციული მოწოდებები მედიაში, რომელიც მცირე ჯგუფის ყურადღებას იპყრობს, არაა გამორიცხული სახელმწიფოსთვის არასასურველი პროცესები განავითაროს.
ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში", – განაცხადა კაკაბაძემ.
სხვა სიახლეები:
1741591007
ახალი ამბები„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი
„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...
1741589255
ახალი ამბები„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე
„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...
1741587303
მსოფლიოტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა
ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...
1741585418
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები
„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...
1741584018
ახალი ამბებისაჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...