მაჭავარიანი: 4 რადიკალური პარტია წარმოადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რადგან ერთიანი დღის წესრიგი აქვთ და ერთად აგზავნიან „დანოსებს“ ბრიუსელში

„4 რადიკალური პარტია წარმოადგენს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. მათ ასე იქიდან გამომდინარე ვუწოდებთ, რომ მათ ერთიანი დღის წესრიგი აქვთ, ერთად აგზავნიან „დანოსებს“ ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა ყველანაირ ურთიერთობა შეწყვიტოს ჩვენს სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიცია მავნებლობას დღემდე აგრძელებს.
„ასეთი ტიპის მავნებლობა დღემდე გრძელდება ამ რადიკალური პარტიების მხრიდან. იყო რევოლუციის მცდელობები, მუდმივად საზოგადოების ტყუილში შეყვანა და ამით რაღაც საპროტესტო მუხტის გამოწვევა. იქ ქართულ კანონს უწოდებდნენ რუსულს, მოგვიწოდებდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა საბრძოლველად მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან.
ბატონ გახარიას „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს რევოლუცია, ხოლო თუ 20 იანვრამდე ვერ მოესწრებოდა რევოლუცია, მაშინ შემდეგი ფაზა, რაც თამაშში უნდა შემოეყვანათ, ეს იყო ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროკურატურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ამ ყველაფერს გაამყარებს. პარალელურად, იმუშავებს საგამოძიებო კომისია და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის იმის ალბათობას, რომ უფრო მეტი მტკიცებულება შეგროვდეს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1743362685
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...
1743362248
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება
აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...
1743359579
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა
ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...