მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ხანძრების გაჩენის რისკი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 24-26 აგვისტოს საქართველოში?

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. meteo.gov.ge -ის თანახმად, 24-26 აგვისტოს ტემპერატურა +13 +35 გრადუსი იქნება, დღის განმავლობაში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 20-25 მ/წმ სიჩქარით.
უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. ტემპერატურა 24-26 აგვისტოს ღამით 24 გრადუსი იქნება, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა +39 +40 გრადუსს მიაღწევს. ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, 24 და 26 აგვისტოს მისი სიჩქარე 20-25 მ/წმ იქნება. 25 აგვისტოს კი 28მ/წმ-მდე გაძლიერდება.
თბილისში უახლოესი სამი დღე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ტემპერატურა ღამით +17, დღე კი +35 გრადუსი იქნება.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე პერიოდში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ძლიერი ქარია მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში, რის გამოც კიდევ უფრო გაიზრდება ტყის ხანძრების გაჩენის რისკი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია" - თენგიზ ცერცვაძე
1740481109
საზოგადოებარა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება...
1740480127
ახალი ამბებიდავით ნარმანია: „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუ...
1740479733
მსოფლიოპუტინი: ზელენსკი ტოქსიკური ფიგურა გახდა, ის აუცილებლად წააგებს არჩევნებს თუ უხეში გაყალბება არ მოხდა
კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის მცდელობა გააუმჯობესოს პოლიტიკური ვითარება უკრაინაში, უფრო მოგებიანი უკრაინისთვის არის, ვიდრე რუსეთის ფედერაციისთ...
1740477439
მსოფლიოახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინაში ომი პროვოცირებული იყო და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსების მიერ
ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „სიენენ...
1740476449
საზოგადოება„ენერგო - პრო ჯორჯია“ - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
გურიაში და აჭარაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატე...