"ბოლო დროს გავრცელდა უმძიმესი დაავადება „ჰუს“-ი, დაავადებულთა 90% ბავშვია, 6% სიკვდილით მთავრდება" - ექიმი დავით გადელია საზოგადოებას აფრთხილებს

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ახალი დაავადების „ჰუს“-ის გახშირებულ შემთხვევებზე და დაავადების რთულ მიმდინარეობაზე წერს.
"მძიმე ხიფათი, თითქოს არაფრისგან!
ვის არ გამოგიცდიათ ნაწლავური ინფექცია.
“- რაღაცამ მომწამლა”, “- მგონი რაღაც შემყვა..” გვითქვამს ხშირად.
მართალია ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა – 1-2 დღე დიარეა, გულის რევა, ღებინება, ხანდახან ტემპერატურის მომატებაც- მაგრამ ძირითადად უკვალოდ გაუვლია.
ცხადია ბანალურ ნაწლავურ ინფექციებს და ვირუსებს ვგულისხმობ და არა ქოლერის ან თუნდაც დიზენტერიის შემოტევას.
ამ “მომწამლა”, “რაღაცამ მაწყინას” მიზეზი უმეტესად არის ნაწლავის ჩხირები, შიგელა, სალმონელოზი, კლოსტრიდიუმ დიფიცილე, ენტეროვირუსები და უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად მაინც მსუბუქ, ცოტა არ იყოს არასერიოზულ დაავადებად მიგვაჩნია - რადგან ბევრჯერ გადაგვიტანია!
გვახსოვდეს: ბავშვებში დიარეა არასდროს არ ყოფილა მთლად მარტივი დაავადება და ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზთა ხუთეულში მუდამ შედიოდა!
ახლა კი ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ უმძიმეს დაავადებაზე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო.
ესაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ანუ მოკლედ, აბრევიატურით – ჰუს-ი.
დაავადება იწვევს სისხლის წითელი ბურთულების - ერითროციტების დაშლას, თირკმლის მიკროცირკულაციის მოშლას - უბრალო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმცირესი სისხლძარღვების გაბიდნვას, გაჭედვას და თირკმელების სრულ გამოთიშვას!
დაავადება იწყება საკმაოდ უწყინრად - ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციით და არის კიდეც ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია.
ჰუს-ს ძალიან მაღალი ალბათობით, ნაწლავის ჩხირი იწვევს. იშვიათად - სხვა ბაქტერიებმაც შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება არც თუ მძიმედ მიმავალი დაავადების ფონზე უცებ მოხდეს შარდის ნაწილობრივი, ან სრული შეკავება! საერთოდ, მიღებულია მსოფლიო სტატისტიკით, რომ
ჰუს-ით დაავადებულთა 90% ბავშვია.
ამის მიუხედავად, ჩვენს კლინიკაში, სადაც განურჩევლად ხვდებიან ბავშვებიც და დიდებიც, ბავშვთა ჰუს-ის თითო-ოროლა შემთხვევა მახსოვს, ხოლო მარტო ამ ზაფხულს, მოზრდილთა ჰუს-ებმა ათეულს ბევრით გადააჭარბა!
სტატისტიკით, ამ დაავადების 6% სიკვდილით მთავრდება.
სიკვდილს გადარჩენილების ნაწილი შეიძლება მძიმე ინვალიდებად დარჩნენ, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო - წლობით დიალიზზე მიჯაჭვულები. ყველაფერ ამას იწვევს ეშერიხია კოლის შიგა ტოქსინი.
სწორედ ეს ტოქსინი შლის ერითროციტებს.
ამიტომაცაა საშიში თვითნებურად ანტიბიოტიკების ხმარება - ამ დროს მეტი შიგა ტოქსინი თავისუფლდება და უფრო მძიმე შედეგი მოაქვს.
სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილი, რომელიც მძიმედ წარიმართა, ჩვენს კლინიკაში, 20- 40 წლის ახალგაზრდებზე მოდის და ყოველი შემთხვევა თავგანწირულ ბრძოლას ითხოვს.
მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული შედეგი, ამიტომ დავმარცხებულვართ კიდეც.
რა უნდა იცოდეთ ამ დაავადების შესახებ?
არანაირი სამკურნალო რეკომენდაცია ცხადია არ გაიცემა – დაავადება ინტენსიურ მეთვალყურეობას ითხოვს, ამიტომ არათუ სახლში, ჩვეულებრივ პალატაშიც კი არ მიდის მკურნალობა.
სახლის პირობებში ბანალური ნაწლავური ინფექციის მკურნალობისას ყურადღება მიაქციეთ შარდის გამოყოფას.
თუ მნიშვნელოვნად შემცირებულია - განგაშია ასატეხი!
მთავარი კი პროფილაქტიკაა:
ყველანაირად უნდა აიცილოთ ნაწლავის ჩხირის მოხვედრა ორგანიზმში წყალთან და საკვებთან ერთად, პირის ღრუდან!
გარეცხეთ სხვა დროსაც და განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი.
არ მიირთვა ცუდად მოხარშული და შემწვარი ხორცი.
არაფრით არ ჭამოთ საეჭვო ჰიგიენის მქონე ობიექტების დამზადებული საკვები - ძალიან სახიფათოა და ძალიან გახშირდა ეს უმძიმესი დაავადება- ჰუს-ი", – წერს დავით გადელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1744475596
სპორტიქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...
1744470972
ახალი ამბებიმიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით, ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...
1744470434
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...
1744467119
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...
1744467023
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...