მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს პარტნიორობისთვის, ვინაიდან აშშ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ შორის ჩვენს რეგიონში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილი საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე მან რეგიონში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

„სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მგრძნობიარე რეგიონია. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონში ნებისმიერ თანამშრომლობაში. მნიშვნელოვანია მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ვაქციოთ სამხრეთ კავკასია დაკავშირებადობის რეგიონად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ისაუბრა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზეც.

„ჩვენ გვსურს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სახელი, არამედ არსებითი სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, ხალხთა შორის კონტაქტი თუ პარტნიორობის სხვა მიმართულებები. საქართველო მზადაა, იმუშაოს ამ პარტნიორობისთვის, ვინაიდან აშშ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ შორის - ჩვენს რეგიონში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თანხვედრები, რომელიც გვაქვს, დაგვეხმარება ეს ურთიერთობა გავხადოთ ნამდვილად სტრატეგიული, როგორიც ეს სახელწოდებაშია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743184054

მსოფლიო

ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

 ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალ რელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - გა...

ირაკლი კობახიძე

1743183329

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო - ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ

 მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ „მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება“ დ...

სოზარ სუბარი

1743182135

ახალი ამბები

ვანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შსს-ის რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს

 „სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით,...

ვანო ბეჟაშვილი

1743180882

ახალი ამბები

ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა. ხოშტარია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელენე ხოშტარია დაკავებულია ადმინისტრ...

ააა

1743179543

საზოგადოება

2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია - BAG

 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - ამის შესახებ საქართვე...

ინდექსი