შალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე

ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ .
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნომრითაც კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული.
„ვნახეთ მათი მიმართვები - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ასევე ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ცარიელ ნომრად - მეხუთე. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ხუთი ნომერი გახდა მისი დასახელების ნაწილი. სიმბოლურია, რომ ის, როგორც ექსპრეზიდენტი, ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთადერთი, რაც ამ სამდღიანი ვოიაჟით მოიპოვა, არის ის, რომ ყველამ ცალსახად დაანახა, მისგან დარჩენილია მხოლოდ ნომერი ექსპრეზიდენტისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1743419899
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანო მოსახლეობა და სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო. ხალხმა თვითონ გადაწყვიტა შენობების დაკავება
2004-შიც გამოვიყვანეთ მოსახლეობა, ბავშვები და ქალები, მაგრამ მაშინ ვიცოდით სად უნდა წაგვეყვანა. მარტო კახეთის რეგიონში, 5 რაიონში მყავდა გადანაწილებული, მყავდა ბაზალეთზე, მყავდა საგურამოში. ვიცოდი სად...
1743418422
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, ეს ყველაზე მეტად მომხმარებლებისთვის იქნება სარგებლიანი
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაუ...
1743417910
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა
ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...
1743417625
საზოგადოებაემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...
1743417566
საზოგადოებაემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი
2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...