მამუკა მდინარაძე: 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია

„დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს 34 წელი შესრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი! სწორედ აღნიშნული თარიღი გახდა ჩვენი ერის მრავალწლიანი ოცნების ასრულების გზაზე პირველი ნაბიჯი - ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ თავად, ყოველგვარი საგარეო მითითებების გარეშე აეშენებინა, შესაბამისად, 1991 წლის 31 მარტი იმ გრძელი და ურთულესი გამოწვევებით სავსე გზის დასაწყისად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს აუცილებლად მიიყვანს ძლიერ, ბოლომდე დამოუკიდებელ, გაბრწყინებულ საქართველომდე.

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იდეის გაჩენიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაუღალავად იბრძოდა ეს ადამიანი და ამ ეროვნულ საქმეშიც უმთავრესი წვლილი შეიტანა!

დღევანდელი დღე ქართველების ერთად დგომის, ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა! სწორედ ამიტომ, ეს დღე ყველას უნდა გვახსენებდეს, რომ თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა, ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამყარება სჭირდება, რაც საკუთარი სამშობლოს წინაშე თითოეული ქართველის მოვალეობაა.

ამასთანავე, დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია. ვამაყობთ ამით, რომ მტკიცე უარი ვთქვით გარედან თავსმოხვეულ მითითებებზე, სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურის, იდენტობის, დემოგრაფიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა. პირობას ვაძლევთ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები ვერ აგვაღებინებს ხელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე.

გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.

ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცების დროს, გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მაქსიმალური კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა სახსრების, იგივე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტროლი.

დღეს ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743537867

სპორტი

კვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...

ხვიჩა კვარაცხელია:

1743533541

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...

მსოფლიო

1743530468

საზოგადოება

ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...

დინამო

1743530218

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?

მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...

ირაკლი ზარქუა

1743523722

მსოფლიო

აშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...

აშშ-ის სახაზინო მდივანი