მამუკა მდინარაძე კორუფციის აღქმის ინდექსზე: ვაპირებთ, ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ

„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

როგორც ის აღნიშნავს, ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.

„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ.

ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ვურჩევ(!), დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ!..“, - წერს მამუკა მდინარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741636941

მსოფლიო

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აცხადებს, რომ ბოლო დღეების ძალადობა საფრთხეს უქმნის მის ძალისხმევას, რაც ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ ალავიტების უმცირესობის წევრების მასობრივი მკვლელობა ემუქრება მის მისიას, რაც გულისხმობს ქვეყნის გაერთიანებას. ამის შესახებ ალ-შარაამ სა...

ალ-შარაა

1741634633

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა. კონტინენტის პირველობის ფინ...

 ლუკა ჩხიტუნიძე

1741631454

ახალი ამბები

27 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ Empire of the Sun-ს უმასპინძლებს

27 აგვისტოს „ბლექ სი არენის“ (Black Sea Arena) ეზოში მდებარე ფრონტ სტეიჯი (Front Stage) ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და ს...

 Empire of the Sun

1741631346

მსოფლიო

მარკო რუბიო - დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა, ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ...

 მარკო რუბიო

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი