მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები

საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და გამთლიანების რეალურ პერსპექტივებზე. ამავე დროს, მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკისგან ჩამოშორება, რეალურ, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ოპოზიციას მისცემს პოლიტიკურ ველზე გაჩენის შესაძლებლობას.
„მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე.
ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ უცხოელპატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...
1743357048
ახალი ამბებიახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა
ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...
1743354710
ახალი ამბებინათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია
ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...
1743350347
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება
ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...