მეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება

ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.
„რუსთან თუ [ქართული] ენის ამბავი გავიტანე, როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება, არ არის არც მაკრონის და არც არავის გადასაწყვეტი.
მიტინგზე რაც ხდებოდა, ცალ მხარეს შეხედეს, მეორე მხარეს პოლიციას არ უყურებენ. ესენი ამბობენ, რა მოხდა საქართველოში, დემოკრატია იღუპებაო. ცოტა ხნის წინ 1 000-ზე მეტ კაცს კისრები დაჭრეს და ქუჩაში დახვრიტეს სირიაში. მათი ლიდერები ევროკავშირში მიიწვიეს. უკრაინა-რუსეთის ომია, შენ აფინანსებ ხალხის კვლას და მე იმას მეუბნები, რომ ჩემთან სისხლი დაიღვარა, ჩვენ ხომ არ ვკლავთ. საფრანგეთში 11 კაცი მოკლეს მაკრონის დროს ყვითელი ჟილეტების აქციები რომ იყო. ჩვენთან მადლობა ღმერთს, რომ ეს არ ხდება. მე რომ მეუბნები, შენი დინგი დაინახე.
მე ყოფილი პრეზიდენტის მიკვირს, რომ დადიხარ ესტონეთში და რაღაცებს ლაპარაკობ, გაგახსენდეს, რომ შვილების დედა ხარ და სხვებსაც შვილები ჰყავს. ვისი სისხლით გინდა რაღაცის გაკეთება“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
1743507270
ახალი ამბებიწყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების გამო, 2 აპრილ...
1743505510
ახალი ამბებიპროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი...
1743504360
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც...
1743503869
ახალი ამბებიპარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები და წესრიგდება მთელი რიგი საკითხები. კ...
1743502493
ახალი ამბებისოზარ სუბარი: კომისიის მუშაობაში რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება
„კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ მართლაც სისხლის გამყინავ ისტორიებს, როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ვისმენთ ისტორიებს საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და იმაზე, თუ...