მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში.
საპარლამენტთაშორისო კავშირის შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა: “პარლამენტები და პეკინის დეკლარაცია 30 წლის შემდეგ: წინააღმდეგობის დაძლევა და არსებული პარადიგმების გამოყენება გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ”.
დეპუტატმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე პეკინის დეკლარაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„საქართველოს აქვს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სახელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც 1918 წლიდან იწყება, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალები პარლამენტის წევრებად აირჩიეს. ეს პროგრესული ტრადიცია ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია, თუმცა მის შენარჩუნებაში ბევრი გამოწვევა გვქონდა. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის განხორციელებაში, განსაკუთრებით განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით და გოგონებისა და ქალების ჩართულობის გაზრდაში STEAM-ის სფეროებში. მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ვხედავთ ქალების შთამბეჭდავ ზრდას, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორებში კარიერას ირჩევენ", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
თავის გამოსვლაში დეპუტატმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წევრებს მოუწოდა, ერთობლივი მუშაობისკენ, რომელიც მიმართული იქნება ქალთა უფლებების გაძლიერებისაკენ.
„მოდით, გავაერთიანოთ ძალები ისეთი კანონმდებლობის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა სრულ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და შევქმნათ მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოებები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1741803465
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ლორა თორნტონი ჩვენი ქვეყნის მტერია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, სადაც რევოლუცია მომხდარა, ყველგან „ენჯეოები“ იყვნენ ამის ავანგარდში. ამასთან, მაჭავარია...
1741802655
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? - ტრამპი
გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-...
1741801351
საზოგადოებასოზარ სუბარი: როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის - ეს ქვეყნის სირცხვილია
„როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის კეთილდღეობას, ეს დიდი დანაშაულია, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა სასა...
1741799498
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. „ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება. ა...
1741796851
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის, იმ...