პრემიერი: მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.
„ერთ-ერთი ევროპელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც კი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო საშიშ, ვიდრე ომი უკრაინაში. გასაოცარი ფრაზებია. კონკრეტული ადამიანები ვერ მალავენ იმას, რომ ისინი მომართული არიან ომისკენ და არა მშვიდობისკენ, ეს არის მათი დაკვეთა, მათი დავალება. ძალიან კარგია ის, რომ აშშ-ში ვითარება შეიცვალა, თუმცა მთავარი და პრინციპული არის მაინც „დიფ სთეითის“დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის“ დასუსტებას, დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, იმდენად გაძლიერდება ევროპა და ევროკავშირიც. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაასუსტა იმ პროცესებმა, რომლებიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე და მათ შორის 2008 წლიდან. თუ „დიფ სთეითი“დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, ამ შემთხვევაში უკეთესად წავა ევროპის საქმეც, შემოტრიალდება განვითარების მიმართულება უკეთესობისკენ. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც და პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ბევრად უფრო დამშვიდდება როგორც რეგიონი ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...