„ორთაბრძოლებს არ უშინდებოდა, ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა“ - ფრანგული გამოცემების გამოხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორი 101-ე წუთზე დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა და პირველ ნახევარში ორი საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს, მეორე ტაიმში კი, სალაჰის დარტყმის შემდეგ საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ხვიჩას გუშინდელ მატჩს ეხმაურებიან ფრანგული ავტორიტეტული გამოცემები L’Equipe და Le Parisien.
Le Parisien - „ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ნამდვილი ენერგიის აფეთქება გვანახა, ის პირველ ტაიმში გაცილებით კარგად გამოიყურებოდა და არაერთი კარგი მომენტითაც დაგვამახსოვრა თავი, ის ბარკოლას ხშირად ეხმარებოდა და დაცვით საქმიანობასაც არ თაკილობდა. მეორე ტაიმში ცოტათი დაიკარგა, ისევე როგორც მისი სხვა თანაგუნდელები“.
L’Equipe - „ქართველი ფეხბურთელისგან ვიგრძენით, რომ ფორმაში შევიდა, მან კარგი საგოლე მომენტები შეუქმნა დემბელეს და ბარკოლას, რომლებსაც გოლის გატანა მართებდათ. სათქმელია, რომ კვარაცხელიას ხშირად უჭირდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა აღსანიშნავია მისი დაცვაში თამაში, ის ორთაბრძოლებსაც არ უშინდებოდა და ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა“.
ცნობისთვის, ავტორიტეტულმა სტატისტიკის საიტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს, რომელმაც, თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან და თერთმეტმეტრიანების სერიაში ორჯერ მოახერხა პენალტის აღება.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგესა“ და „ასტონ ვილას“წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...
1742220580
ახალი ამბებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...
1742218825
მსოფლიოსაფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი
საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...