"მასა, კაი ბიჭები ვყავართ მოტყუებული და იცი ქურდულად როგორცაა ეს" - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა (video)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.
  
გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს.
 
"კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
 
ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისსა და სამეგრელოში რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები.
 
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
 
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაულები 3-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "დემოგრაფიული კატასტროფა კი არ გვიახლოვდება უკვე სახეზეა. გუშინ თბილისის თბილისის აეროპორტის შენობაში მყოფთა მინიმუმ 80 პროცენტი უცხოელი დამხვდა" - შალვა ნათელაშვილი

* ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლა

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740334397

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა

ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...

ფრიდრიხ მერცი

1740332928

მსოფლიო

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...

ბუნდესტაგი

1740331504

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...

კირცხალია

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა