მათიკაშვილი: აგენტურულ ოპოზიციას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მოსწორებული აქვს ნიადაგი, ეს არ ეხება საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში თავის საქმეს აკეთებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, „ღამის კურიერის“  ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც იმ პარტიების აკრძალვას გულისხმობს, რომლებიც „ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას“ ეწევიან.

როგორც მათიკაშვილმა განმარტა, აკრძალვის გადაწყვეტილებას არა მმართველი გუნდი და პარლამენტი მიიღებს, არამედ ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ოპოზიცია, დანაშაულის ჩამდენი პირები, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით... და ეს არის ევროპული პრაქტიკა და შეგიძლიათ გადახედოთ ევროპაში რა ხდება, როგორ ხდება პოლიტიკური პარტიების, იმ პარტიების, ვისი მიზანიც არ არის დემოკრატიის მშენებლობა, აკრძალვა. აკრძალვა არ ხორციელდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვერც მმართველი პარტია ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს.

წარმოვიდგინოთ მოცემულობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვისა და შემდეგ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას, გადაჯგუფდნენ, დაირქვეს სხვა სახელი „ნაციონალური მოძრაობა ერთი“ და გააგრძელეს იგივე მიზნებით საქმიანობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეაფასებენ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეს ახალი შექმნილიო კონკრეტული პარტია არის თუ არა რეალურად იგივე პარტია, სახეცვლილებით, იგივე სახეებით, იგივე ადამიანებით, იგივე წესდებითა და იგივე მიზნებით. ამ ყველაფრის მიზანი ხომ არ არის კოსმეტიკური ცვლილებები?!

სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, მოსწორებული ნიადაგი დღეს აქვს აგენტურულ ოპოზიციას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, გარდა საპარლამენტო ოპოზიციისა, რომელიც თავის საქმეს პარლამენტში აკეთებს. მათი თავიანთი სიბნელით თავიანთი შექმნილი ეს უღრანი ტყე ისე დაიკავეს, რომ იქ სინათლის და ჯანსაღი, პოზიტიური, სხვა ოპოზიციური ძალები არ დატოვეს. თუკი არ ვიქნებით ჩვენ პრინციპულები დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ აუცილებლად რეგრესს მივიღებთ“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743539917

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები არღვევენ, რასაც ამერიკას დაჰპირდნენ, ყოველ შემთხვევაში, რაც აშშ-მა საჯაროდ განაცხადა, ვიმედოვნებთ, ტრამპს აქვს საჭირო ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება, რომ აშშ მალე გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „ენერგეტიკული ზავის“ დარღვევის გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინის...

უკრაინის პრეზიდენტი

1743537867

სპორტი

კვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...

ხვიჩა კვარაცხელია:

1743533541

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...

მსოფლიო

1743530468

საზოგადოება

ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...

დინამო

1743530218

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?

მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...

ირაკლი ზარქუა