„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლო დარბაზიდან

„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“.
ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან საქართველოს მოქალაქეებს.
როგორც მან თქვა, „ტყვედ აყვანის“ მომენტამდე მას ჰქონდა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ნახა, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან უბედური.
„მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე თემაზე:
🔵 საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვა განსასჯელის სკამიდან
1740741114
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღარ წარმოადგენს, არამედ პირდაპირ „დიფსთეითს“ წარმოადგენს
ევროკავშირის საელჩომ NED-ის და USAID-ის ფუნქციები, არა მარტო ფულის, არამედ პოლიტიკურ ნაწილშიც გადაიბარა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის პროგრამაზე,...
1740740615
საქართველოვახტანგ ცინცაძე: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო - იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის არსებულ დადებით ტენდენციებზე საუბრობს - მისი ინფორმაციით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით...
1740739438
მსოფლიოემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“
საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“ - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევრ...
1740738688
ახალი ამბებიმოქალაქე გურიის რეგიონიდან: ორი შვილი მყავს, წამლების, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ, ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია, უყურადღებოდ არ ვყოფილვართ
რასაც საჭიროება მოითხოვდა შეძლებისდაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად, ორი შვილი მყავს და არ შემქმნია პრობლემა. წამლების მხრივ, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტ...
1740737330
ახალი ამბებიN372 ავტობუსის მარშრუტი იცვლება - დეტალები
სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის...