სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში. შემდგომში, ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, მოპოვებული იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით სამართალდამცავს, ბრალდება ძალადობის ორი ეპიზოდისთვის წარედგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აგრძელებს.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...
1740732918
ახალი ამბები„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...
1740731929
მსოფლიო„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...
1740731785
მსოფლიობორის სპასკი გარდაიცვალა
მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...
1740729931
მსოფლიოკაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია. „ეს ბრალდებ...