„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში“ - თორნიკე რიჟვაძე

„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები“, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი განცხადებით, მსგავსი კლიმატური პირობები მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ამიტომ, მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
რიჟვაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ორი დღის განმავლობაში აღმზრდელობითი პროცესის შეჩერების თაობაზე, ხოლო ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები. როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი კლიმატური პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. ბუნებრივია, გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს,“ - წერს თორნიკე რიჟვაძე.
1740397221
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვ...
1740394460
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...
1740393377
ახალი ამბებიპრემიერი: დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1740392636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში
სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობ...
1740392243
ახალი ამბები„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს“ - სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. „დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვე...