ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის წინ რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდა

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
ცოტა ხნის წინ, განრიგის მიხედვით შესრულდა რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი. დღის ბოლომდე კიდევ 5 რეისის შესრულება იგეგმება: ათენის, დორტმუნდის, სალონიკის, ვნუკოვოს და გვიან ღამით აბუ-დაბის მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.
უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. რის გამოც მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ს, ბათუმის ნაცვლად რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეესრულებინა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
1740400119
ახალი ამბები„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში“ - თორნიკე რიჟვაძე
„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები“, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნი...
1740397221
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვ...
1740394460
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...
1740393377
ახალი ამბებიპრემიერი: დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1740392636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში
სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობ...