მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ვინ ნიშნავს მთავრობას? - იაგო ხვიჩია

მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ვინ ნიშნავს მთავრობას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„30 წელია, ვცდილობთ, სახალხო მთავრობა გვყავდეს, ხალხის ინტერესების გამტარებელი, ამას 30 წლის განმავლობაში ვერ მივაგენით და ახლა უბრალოდ, რა ცოდნა არსებობს ისეთი „სირცხვილია“, თუ სხვა ორგანიზატორებში, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და ასეთ რთულ, გარდამტეხ დროს ტექნიკური მთავრობა შექმნან? ვფიქრობ, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს იდეა, სინამდვილეში რისთვის აწუხებ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, რომელიც არსებულ ტოქსიკურ მდგომარეობას უშველის და ამისთვის საჭიროა, პოლიტიკოსებმა კონსტიტუციის შეცვლაზე იმუშაონ.

„ჯერ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ და შემდეგ უნდა იყოს არჩევნები. ახალი არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩვენს ტოქსიკურ მდგომარეობას უშველის, რაც მთელ ქვეყანაში არსებობს, რის გამოც ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით და, რის გამოც გვაქვს უამრავი პრობლემა. ერთ დღეში ეს არ გამოვა, ამაზე სამუშაოა, მაგრამ თუ რამეზე უნდა იყოს საპროტესტო მუხტი, უნდა იყოს არა ღარიბაშვილის გადადგომაზე, ან რაღაც „ენჯეოშნიკებიდან“, ან ვიღაცებისგან შემდგარი ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე, რომელიც არაფერ შუაში არ არის, არამედ იმაზე, რომ მოდით, ხალხს მივცეთ საშუალება, თვითონ დააკომპლექტოს მათი მოსაწონი კონფიგურაცია. ერთადერთი, რაც მოქმედმა პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ კონსტიტუცია შევცვალოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

🔵ღარიბაშვილი უნდა გადადგეს პრემიერად დაინიშნოს თეა წულუკიანი - მამუკა ღლონტი

🔵მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული, სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745057335

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....

გურამ მაჭარაშვილი

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი