ნათია კაპანაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი უკან მედიის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე - მედიის ადვოკატირების კოალიცია

ნათია კაპანაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი უკან მედიის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე-ნათქვამია, მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული[1] გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.
2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
"2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა[2]. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.
ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.
საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.
ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.
ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს",-აღნიშნულია, მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 4 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1744722546
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1744718990
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ
„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...
1744717794
ახალი ამბებითბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს
თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...
1744716027
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...
1744714934
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია, მისი მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო
„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ, ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩ...