ნათია თურნავა: ზამთრის კურორტებზე სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით

ზამთრის კურორტებზე სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც თურნავამ განაცხადა, ტურისტულ სექტორს პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა 55%-ით არის აღდგენილი შემოსავლები ტურისტული სექტორიდან.

"სხვათა შორის, ლარის კურსის სტაბილურობა არის იმის დამსახურება, რომ ტურისტული სექტორი ნორმალური ტემპით ვითარდება.

ფრენები თითქმის 100%-ით არის აღდგენილი და პრაქტიკულად ყველა ავიაკომპანია, რომელიც პანდემიამდე ოპერირებდა, დაუბრუნდა ჩვენს ბაზარს.

ზამთრის სეზონი იწყება, მნიშვნელოვანია, რომ ოთხივე ზამთრის კურორტზე ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე ტურისტებს.

ჩვენ ვხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით, მესტიაში ახალი თანამედროვე საბაგირო ამოქმედდა. იცით, რომ ბაკურიანშიც ჩვენ წინა პერიოდში დიდველის საბაგიროები განვაახლეთ და გავაფართოვეთ.

ვემზადებით 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში უნდა ჩატარდეს და რაც მთავარია მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების წესები იმისთვის, რომ ნაკლები იყოს პანდემიისგან გამოწვეული ზიანი და დაავადების გავრცელების რისკი.

ჩვენ მზად ვართ, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ყველას, ვინც ეწვევა ჩვენს ზამთრის კურორტებს",- განაცხადა ნათია თურნავამ.

სხვა სიახლეები:

🔳 როგორ შევხვდეთ ლურჯი ვეფხვის, 2022 წელს, რომ მან წარმატება და იღბალი მოგვიტანოს?

🔳 ამირან გამყრელიძე: 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იქნება

🔳 "ეს პერიოდი არ გვიყვარს ნარკოლოგებს, ვინაიდან ადამიანებს ჰგონიათ, რომ დღესასწაულებზე ყველაფერი მოსულა" - ნარკოლოგის 7 რჩევა საზოგადოებას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა