„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სურთ, სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ, გასხივებენო“ - ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სურთ, სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ, გასხივებენო“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პირველ არხს“ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რაიმე დამართოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტ სისულელეს დააბრეხვებს. სოციალისტური შეჯიბრებაა გაჩაღებული. ეკა ტიკარაძე გამობრძანდა და თქვა, რომ ვისაც კოვიდი გადატანილი გაქვთ, უვადო მწვანე პასპორტი – უვადო კოვიდ „ნარუშილოვკა“ უნდა ჰქონდეთო.
პატარა ბავშმაც კი იცი, რომ ექვსი თვის შემდეგ ანტისხეულები აღარ არის. ამ იგავმიუწვდომელ სისულელის მერე მეგონა, რომ არაფერი გამაკვირვებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამიზნებით სხვივები მიდის. იქ ასობით ადამიანი მუშაობს და მკურნალობს.
ასეთი სისულელე თქვა და საღამოს გადაცემებში ალაპარაკებდნენ. შემდეგ სხვა ოპოზიციონერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სისულელეში შეეცილნენ. გულდასაწყვეტია, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეჯიბრში იმდენი დრო იკარგება, რომ მიღმა რეალური პრობლემები გვრჩება.
როცა სააკაშვილი შიმშილობდა, ორივე მხარეს უნდოდა, სიკვდილამდე მისულიყო. „ქართულ ოცნებას“ ერთი სული ჰქონდა, ეს კაცი თავიდან მოეცილებინა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რაიმე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს განცდა მხოლოდ მე არ მქონდა, რადგან მის შვილსაც იგივე განცდა ჰქონდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს ერთი სული ჰქონდა, მომკვდარიყო.
მგონი, მე მარტო ვგულშემატკივრობდი, შიმშილობა შეეწყვიტა. ადამიანურად მეცოდებოდა, პოლიტიკურად – არა. უჩხიკინებდნენ და აქეზებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უნდათ, რაიმე დაემართოს და სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს. ვინაიდან, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამავე თემაზე:
1740754871
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო
დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შ...
1740754312
ახალი ამბებიმასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა...
1740753431
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - ჯიმ ო’ბრაიენისგან რაც მოვისმინე, ის იყო, რომ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და ალბათ არ იყო სწორი, რომ არ იქნა გათვალისწინებული შესაძლო შედეგები
დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1740753346
ახალი ამბებიგურიის რეგიონში 1 200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში ჯამში 1 200 კუბური მეტრი ს...
1740751750
საზოგადოებალაუს ვალდნერი - საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო
გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის შეჯიბრის დირექტორის, კლაუს ვალდნერის შეფასებით, საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც ვალდნერმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრი...