ნიკა გვარამია: ვითხოვთ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას და მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.
აღნიშნულის შესახებ მათ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს.
"ჩვენ დღეს გენერალურ პროკურატურის წინ ვიმყოფებით იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება, მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.
ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი.
ასევე, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს, აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა, განსაკუთრებით ნევროლოგიური და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მიმართულებით.
"ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს და ასევე, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს", - დასძინა მან.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ.
11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სააკაშვილის პერსონალური მონაცემებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროების გამო ინსპექტორის სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება.
ამავე თემაზე სიახლეები:
🔳 სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა
🔳 ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
1741717890
ახალი ამბებიბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მი...
1741716990
ახალი ამბები„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...