მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და გამოგონილი ბრალდებებით, ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში ამყოფოს

„USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით, ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეები, ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან უნდა დაიცვას.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული  პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით, ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ვერავინ უნდა შეძლოს, საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი ახალგაზრდები, არასრულწლოვნები და გულწრფელი ემოციები.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ენჯეოს“ წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის  ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ. უნდა შევძლოთ, ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ - ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან და უზრუნველყოთ ისეთი მედიასტანდარტის დამკვიდრება, როგორიც დიდ ბრიტანეთში. საბოლოო ჯამში, უნდა შევქმნათ მოცემულობა, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვამ“, - აღნიშნავს მდინარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738761470

ახალი ამბები

რომის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დისპეტჩერების კოშკს ცეცხლი გაუჩინა

რომის ჩამპინოს აეროპორტში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დისპეტჩერების კოშკს ცეცხლი გაუჩინა. ამის შესახებ გამოცემა roma.corriere.it წერს. პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სადისპ...

რომის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

1738760951

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8224 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8378 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1738759654

ახალი ამბები

ბრიუსელის ცენტრში, მეტროსადგურთან სროლის შემდეგ პოლიცია შეიარაღებულ პირებს ეძებს

ბრიუსელის ცენტრში, მეტროს სადგურთან სროლის შემდეგ პოლიცია შეიარაღებულ პირებს ეძებს. „ბიბისი“ წერს, რომ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, სულ მცირე, ორი პირი, რომლ...

ბრიუსელიბრიუსელი

1738758474

საზოგადოება

პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა

საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით მხარი დაუჭირა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“...

 ირაკლი კირცხალია

1738756935

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამ...

ირაკლი კობახიძე