პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, ერთი წლით გახანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კონკრეტული ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კანონის მიღებამდე რეგისტრირებულ შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უნდა მოეყვანათ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები.
„უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ უკვე მოხდა ამ გარდამავალი პერიოდის გადავადება და მიმდინარე რეგულირების პირობებში 2025 წლის პირველი აპრილია ის ბოლო თარიღი, როდესაც შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უფლება ექნებათ საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნების „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია მოახდინონ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმ სუბიექტების რიცხვი, რომელთაც არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო განცხადებებით და ეს პროცესი დაწყებული არ არის - საუბარია დაახლოებით 280 000 სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დამატებით ერთი წლის ვადით, 2026 წლის პირველ აპრილამდე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
1742303364
საზოგადოება1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7865 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7865 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7759 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...
1742302660
საზოგადოებაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაც...
1742297113
ახალი ამბებიმიხეილ დუნდუა: სამუშაო სიღარიბის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა, დასაქმებულთა ოდენობა, რომელიც სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმაა, არის 1,7 პროცენტი. ეს ახალი ისტორიული მინიმუმია
სამუშაო სიღარიბის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ. მისივე თქმით, დასაქმებულთა ოდენობა, რომელიც სიღარიბის სა...
1742294366
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ ამ უტიფრობას და თავხედურ მიდგომებს ვხედავთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ფაშიზმი დემოკრატიის სახელით
„უკვე სათვალავიც აგვერია თუ რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ქვეყანამ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რო...
1742292787
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი, ცდილობენ მის მოშორებას
„რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი - ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ“, - ამის შესახებ ლევან მა...