მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უკანონო სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„2024 წლის 21 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 2024 წლის 15 ივლისის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა, კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ.
საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1742404450
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...
1742402439
სპორტიეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...
1742400576
მსოფლიობინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა
ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...
1742399620
მსოფლიოპუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...
1742397312
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი
მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთ...