"პიჯაკების საქმე"-მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება. მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას ჯერჯერობით უცნობია. 

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესს დაასწრებენ, რადგან მათ ჰქონდათ მიღებული მსგავსი დაპირება. ადვოკატები დღეს ციხეში მისვლას არ აპირებენ, ისინი სამოქალაქო სასამართლოში მივლენ.

ადვოკატების თქმით, სასამართლო, ისევე როგორც პირველი პროცესის დროს, ითხოვს სააკაშვილის დასწრებას და თავად მიხეილ სააკაშვილიც მზად არის პროცესზე დასასწრებად, თუ პენიტენციური სისტემა ამის ნებას დართავს.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სუსტადაა, თუმცა მზადაა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს დაესწროს.

პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვას ედავება.

სააკაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მასზე სააკაშვილი არ დაასწრეს.

სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

ამავე თემაზე:
🔵ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია-გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო

1740773148

მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

 თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...

ზოგადი

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს