პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742151649

საზოგადოება

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...

დეკანოზი იოანე

1742147726

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...

დონალდ ტრამპი

1742146353

ახალი ამბები

წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურის მთის ფერდობს უკიდია. „ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხა...

წაჩხურუ

1742142839

მსოფლიო

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი სუჯა დატოვეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, რათა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი. უკრაინის გენშტა...

უკრაინის ჯარები

1742138783

ახალი ამბები

ავარია ქედაში - დაღუპულია ერთი ადამიანი, 10-მდე კი დაშავებული

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 10-მდე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არ...

პატრული