პოლიციელი, რომლის იარაღიდან გასროლას მომღერალ თიკა მახალდიანის დედის სიცოცხლე ემსხვერპლა, ციხიდან გამოუშვეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც საკუთარ სახლში მყოფი ქალი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.
შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.
თამარ ანთელავა საცხოვრებელი კორპუსში, მე-7 სართულზე, მოხუც დედასთან ერთად იყო, როცა ტყვია მოხვდა. ამ დროს ქვეყანაში სრული ლოკდაუნი იყო გამოცხადებული.
როგორც აღმოჩნდა, ის შსს-ის თანამშრომლის, სიმონ გაბრიაძის მიერ უმისამართლოდ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გაბრიაძე მთვრალი აივანზე გავიდა და “ვიკინგის” (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ ისროლა.
ერთ-ერთმა ტყვიამ იმსხვერპლა თამარ ანთელავა.
გაბრიაძე დააკავეს - პროკურატურამ მას თავდაპირველად ბრალი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით წარუდგინა.
მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
სასამართლომ საქმე სწორედ ამ მუხლით განიხილა, გაბრიაძე გაამტყუნა და 2021 წლის იანვარში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რადიო თავისუფლებისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.
სხვა სიახლეები:
🔳 გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი - ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
🔳 როდიდან ხდება კოვიდ ვაქცინის მესამე დოზა იტალიაში სავალდებულო?!
🔳 კახი, მოდი, გავიხსენოთ ჩვენი წარსული... მთელ თბილისს გადაუარა კახიმ, ჩემს გარდა - ია ფარულავა
🔳 როგორ დასრულდება ეს წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის? - 2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...