როგორ დასრულდება ეს წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის? - 2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი

გაიგეთ, როგორ დასრულდება ეს წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის? წლის მიწურულის, 2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი ბევრი რამის დაგეგმვასა და დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ.
ვერძი
ძვირფასო ვერძებო, ამ თვეში თქვენ კარიერული აღმავლობის გზას დაადგებით და და საშუალება გექნებათ მიაღწიოთ ახალ სიმაღლეებს. დამოუკიდებლად მუშაობა საშუალებას მოგცემთ, სხვა ადამიანების დახმარებისა თუ მხარდაჭერის გარეშე, დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ მოტივაციასა და შთაგონებას შენარჩუნება დიდხანს შეგიძლიათ. სულ მცირე, პროექტის დასრულებამდე... თვის ყველაზე დიდი გამოწვევა, საკუთარი თავდაჯერებისა და თვითრწმენის გაფართოება იქნება - დაიმახსოვრეთ, ესაა ერთადერთი, რაც ხელს გიშლით წარმატებაში! ახლა დროა, რომ საკუთარ თავთან მაინც იყოთ გულწრფელი...
კურო
ამ თვეში, სიახლეების მიღება და მსოფლმხედველობის გაფართოება სულაც არ იქნება იოლი საქმე, კუროებო. თუმცა, ეს აუცილებელია! მოგიწევთ აღიაროთ, რომ ზოგჯერ, ძალიან ჯიუტი და ხისტი ხართ. ამის ნაცვლად, დააფასეთ შემეცნების ახალი შესაძლებლობები და იხელმძღვანელეთ სხვა ადამიანებით - ვინ თქვა, რომ დამოუკიდებლობა ყოველთვის იდეალური არჩევანია? ისწავლეთ, იკითხეთ და მოიძიეთ ახალი ინფორმაცია იმ თემებზე, რომლებიც გაინტრიგებთ და აღგაგზნებთ. შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ გონებრივი და სულიერი ზრდა მაშინაა გარდაუვალი, როდესაც გააცნობიერებთ, რომ ერთზე მეტი იდეა შეიძლება თანაარსებობდეს ერთსა და იმავე სივრცეში და რომ თქვენ შეგიძლიათ ამ იდეებს შორის იმდენი იმოძრაოთ, რამდენიც გსურთ!
ტყუპები
ძვირფასო ტყუპებო, ამ თვეში თქვენ აღმოაჩენთ თუ როგორ შეინარჩუნოთ ბალანსი პირად ურთიერთობებსა და სხვა ადამიანებს შორის... შედეგად კი, ოპტიმიზმისა და მღელვარების განცდა განახლდება. თუმცა აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ საკუთარ გრძნობებში ნამდვილად გულწრფელი ხართ, რათა არ იფიქროთ, რომ ამ ურთიერთობის სანაცვლოდ, ინდივიდუალურ ზრდასა და განვითარებაზე ამბობთ უარს... არ არის აუცილებელი, რომ სერიოზული ვალდებულებების აღება თქვენთვისაც ზუსტად ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვებისთვის. დარწმუნდით, რომ მზად ხართ და არ მიიღოთ გადაწყვეტილება შიშის საფუძველზე. დაიმახსოვრეთ, არაა აუცილებელი, რომ ერთბაშად გაიზარდოთ - თქვენ არსად გეჩქარებათ, თქვენი დრო არ იწურება!
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, ამ თვეში, თქვენი პარტნიორული ურთიერთობები დიდ აჯანყებას განიცდის. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენი ღირებულებები ურთიერთობის შესახებ მთლიანად გარდაიქმნება. ის, რაც ოდესღაც მნიშვნელოვანი იყო, შესაძლოა აღარ იყოს რეზონანსული - ეს ნიშნავს, რომ ახლა, თქვენ ღია უნდა იყოთ ახლო ურთიერთობებში წარმოქმნილი დიდი ცვლილებებისთვის. დააკვირდით, თუ როგორ მოქმედებს სოციალური სტანდარტები თქვენს ურთიერთობებზე, რას ხედავთ სოციალურ მედიაში და რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობა. დააკვირდით, დაფიქრდით და იმუშავეთ, რათა ნაკლებად მოექცეთ თქვენს გარშემო არსებული სამყაროს ზეგავლენის ქვეშ.
ლომი
თქვენ აღმოაჩენთ, რომ ახლა პრიორიტეტების ხელახლა გადანაწილების დროა - დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მას. როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი შრომისმოყვარეობა დაქვეითდა ან არ გაქვთ საკმარისი მოტივაცია დავალების შესასრულებლად, დააკვირდით თქვენი სხეულის სიგნალებს და აღმოაჩენთ, რომ ამ საქმეში თქვენი გულის ადგილი არ არის! იპოვეთ ის ახალი გზა, რაც თქვენს შინაგან ცეცხლს აანთებს და ეცადეთ, მეტი სიხარული შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში! უფრო ხშირად თქვით „არა“ და უფრო მკაფიოდ დააწესეთ პირადი საზღვრები!
ქალწული
თქვენი პერსპექტივა სიყვარულსა და თვითგამოხატვაზე ამ თვეში აუცილებლად შეიცვლება, ძვირფასო ქალწულებო. ეს კი, ურთიერთობების ტრანსფორმაციას და კრეატიული პროექტების უეცარ დასრულებას გამოიწვევს. საკუთარი თავის ავთენტურად გამოხატვისთვის, თქვენ გარე სამყაროს გავლენისგან უნდა გათავისუფლდეთ! იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს, რათა სხვა ადამიანების წინაშე თამამად გამოხატოთ საკუთარი უნიკალურობა! შესაძლოა, საკუთარი კედლების დანგრევაც კი დაგჭირდეთ, რათა სხვა ადამიანებს საშუალება მისცეთ, გაეცნონ თქვენს ყველა განზომილებას. გაატარეთ დრო საკუთარ თავთან, გათავისუფლდით შინაგანი ბლოკებისგან, დაძლიეთ შიშები და განავითარეთ შემოქმედებით აზროვნება - ეს ყველაფერი, საკუთარი თავის თვითშემეცნებასა და გამოხატვაში გიშლით ხელს!
სასწორი
ძვირფასო სასწორებო, ამ თვეში თქვენი ცხოვრების მრავალი თავი დასრულდება. თუმცა ნუ შეგეშინდებათ, ახლა სკანდალების და კონფლიქტების დრო არ არის! რთული პროცესები თქვენი ფავორიტი დებატებითა და დიპლომატიური გზებით წარიმართება. თვის განვითარებასთან ერთად, თქვენ განიცდით მასიურ ტრანსფორმაციას: იმუშავებთ ბავშვობის ტრავმებზე, გათავისუფლდებით სახლსა და ოჯახთან მიჯაჭვულობისგან და ახალ ფიზიკურ თუ გონებრივ სივრცეებში გადააბიჯებთ. შეწყვიტეთ თვითკრიტიკა და მიეცით საკუთარ თავს უფლება გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები, რათა საბოლოოდ გათავისუფლდეთ წარსულის ბორკილებისგან!
მორიელი
მორიელებო, ახლა დროა განაცალკევოთ მოგონებები აწმყოში არსებული გრძნობებისგან, რათა განმუხტოთ თქვენი ფსიქიკური დაძაბულობა. ძველმა წყენამ, ტკივილმა და ბრაზმა, შესაძლოა გააძლიეროს თქვენი პესიმიზმი და მელანქოლია. მაგრამ თუ თქვენი გონების ფუნქციონირების გზას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ამ გრძნობებს არ აქვთ კავშირი იმასთან, რაც ახლა ხდება. თქვენ დაიწყებთ სამყაროსეული ნიშნების დანახვას. ჩვენი რჩევაა, მიაქციეთ ყურადღება ამ ენერგიას, რათა საფუძვლიანად განიკურნოთ წარსული მტკივნეული გამოცდილებისგან. ეს საშუალებას მოგცემთ მომდევნო წელი სრულიად ახალი ფურცლიდან, სრულიად ახალი განწყობით დაიწყოთ!
მშვილდოსანი
ძვირფასო მშვილდოსნებო, ამ თვეში შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ფინანსების მიმართ, რაც საშუალებას მოგცემთ დაისახოთ ის ახალი მიზნები, რომლებიც არ არის დაფუძნებული მატერიალიზმზე. მაგრამ ამასთან, იფიქრეთ იმაზე, თუ რა არაჯანსაღი ქცევები გაქვთ ხარჯვისა და დაზოგვის თემებში. ასევე, ამ თვეში თქვენ გადააფასებთ თქვენს კარიერას, პროფესიულ არჩევანსა და სამუშაო ჩვევებს. დარწმუნდით, რომ ეს თქვენი არჩევანია, რომელიც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღეთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენი საოცნებო სამსახური და ნუ შეგეშინდებათ, თუ ის „წარმატების“ ტრადიციულ გაგებას არ დაემთხვევა.
თხის რქა
ძვირფასო თხის რქებო, ეს სეზონი ნამდვილად თქვენია! ახლა დროა სერიოზულად მოეკიდოთ პიროვნულ ზრდას და არ იფიქროთ, თუ რას მიაღწიეთ გარე სამყაროში. ამ თვეში, შესაძლოა იფიქროთ, რომ დაიკარგეთ და ვერ ახერხებთ საკუთარი იდენტობის, ღირებულებებისა და რწმენის შეფასებას. ეს ბუნებრივია, განსაკუთრებით კი ასეთი გარდამტეხი წლის მიწურულს. ნუ ინერვიულებთ, ხელახლა დაუკავშირდით შინაგან ხმას, გააკეთეთ ჩანაწერები და გამოიკვლიეთ როგორ შეიცვალა თქვენი თვითრწმენა და თავდაჯერება უკანასკნელ 1 წელში. ჩვენი რჩევაა, არ გაჩერდეთ - მიჰყევით საკუთარ მიზნებს და გახდით ისეთი ადამიანი, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით...
მეერწყული
ძვირფასო მერწყულებო, თვითჩაღრმავების თანდაყოლილი სიყვარული საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ საკუთარი თავი და დაფიქრდეთ, თუ როგორ იმოქმედა წლევანდელმა მოვლენებმა თქვენზე. გაიხსენით და თამამად ისაუბრეთ თუ როგორ შეიცვალა თქვენი თავდაჯერება და ოპტიმიზმი ამ წელს. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამ გამოცდილების უმრავლესობა სხვებისთვისაც ნაცნობი გრძნობაა. ეს კი, დაგეხმარებათ დაძლიოთ შიშები და სხვა ადამიანებს დაუკავშირდეთ - ახლა ნამდვილად იცით, რომ მარტო არ ხართ. დაისახეთ ახალი მიზნები და შექმენით გეგმა, თუ როგორ შეიძლება შეცვალოთ სამყაროში, რათა ყველას დაანახოთ - თქვენ ნამდვილად გაიზარდეთ!
თევზები
იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ იმ გეგმებსა თუ ოცნებებზე, რომლებიც წელს რეალობად არ იქცა, დაფიქრდით იმაზე, თუ რას მიაღწიეთ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი დანიშნულებისამებრ ვითარდება და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ძალიან ხშირად, ოცნებები თქვენს სასიკეთოდვე არ ხდება! ამ თვეში მოგიწევთ მეტი ძალისხმევა, რათა ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თქვენი მეგობრობა, ოცნებები თუ ამბიციები დიდ ტრანსფორმაციას და განახლებას განიცდის. შეადგინეთ სია და ჩამოწერეთ, რა გინდათ, რომ მომდევნო წელს მოიზიდოთ. თუმცა აუცილებლად დარწმუნდით, ეს სურვილები და მოთხოვნილებები, ნამდვილად თქვენი გულიდან მოდის!
წყარო:trend.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა
🔵ქალებს ავღანეთში 72 კმ-ზე მეტის გავლა ეკრძალებათ, თუ კაცი არ ახლავთ
🔵ნოსტრადამუსის ექვსი წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის - პირველის ასრულება უკვე დაწყებულია
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...
1740732918
ახალი ამბები„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...
1740731929
მსოფლიო„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...
1740731785
მსოფლიობორის სპასკი გარდაიცვალა
მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...
1740729931
მსოფლიოკაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია. „ეს ბრალდებ...