პრემიერი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს, ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა

„ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს და ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი. საქართველო აუცილებლად ივლის წინ, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. და რაც მთავარია, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ჩვენი უმთავრესი ოცნების ახდენისკენ - საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისკენ. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი! უღრმესი მადლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715851560

საზოგადოება

ხანძარი თბილისში - დაშავდა ასაკოვანი ქალი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, იტალიურ ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამავე ცნობით, დაშავდა ასაკოვანი ქალ...

ხანძარი ბათუმში

1715847003

სოციალური მედია

„ვაი თქვენს პატრონს, უბედურს ვინც თვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“ - მიშა მესხის ვიდეომიმართვა

ბიზნესმენი, მიშა მესხი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც საქართველოს შიდა სამზარეულოში ევროპისა და ამერიკის ჩართულობაზე საუბრობს:  „თქვენთან მაქვს ასეთი თხოვნა. ვინც ჩემი და სოფოს ოჯახს...

მიშა მესხი

1715844314

ახალი ამბები

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება...

პარლამენტი

1715835997

ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ♈ვერძი შეწყვიტეთ სხვების ნაცვლად პრობლემების გადაჭრა. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ და მხო...

ჰოროსკოპი

1715799131

მსოფლიო

„თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - „ევროვიზიის“ გამარჯვებული

 შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული...

ევროვიზიის გამარჯვებული