„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში“ - პრემიერი

„ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს,“- განაცხადა პრემიერმა.
1741636941
მსოფლიოსირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აცხადებს, რომ ბოლო დღეების ძალადობა საფრთხეს უქმნის მის ძალისხმევას, რაც ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს
სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ ალავიტების უმცირესობის წევრების მასობრივი მკვლელობა ემუქრება მის მისიას, რაც გულისხმობს ქვეყნის გაერთიანებას. ამის შესახებ ალ-შარაამ სა...
1741634633
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა. კონტინენტის პირველობის ფინ...
1741631454
ახალი ამბები27 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ Empire of the Sun-ს უმასპინძლებს
27 აგვისტოს „ბლექ სი არენის“ (Black Sea Arena) ეზოში მდებარე ფრონტ სტეიჯი (Front Stage) ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და ს...
1741631346
მსოფლიომარკო რუბიო - დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა, ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ...
1741629661
მსოფლიოილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა
სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...