პროკურორი: შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორები ბრალს არ აღიარებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორები ბრალს არ აღიარებენ. პროკურორ ირაკლი ლეხოშვილის თქმით, ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-ს თანამშრომელს, ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ,  სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

24 იანვარს სოციალური ქსელით ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ  მეტროსადგურის პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი შშმ მოზარდს სცემს, მეორე ინსპექტორი კი უყურებს და მეწყვილის ძალადობის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.

მოზარდს უკვე მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი.

სხვა სიახლეები:

🔳  ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს

🔳 „ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔳 "კათეტერი, რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა იმის შედეგიაო. ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას და მშობლისთვის გადაბრალებას, დედამ ვერ მიხედაო" - რა მოხდა გორის ერთ-ერთ კლინიკაში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი