ქადაგიძე „მთავარ არხს": თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო, ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, თქვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა

„ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ტელეკომპანია „მთავარ არხს" მიმართავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, „მთავარ არხში" მშვენივრად იციან, რომ ეს დახმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა, ვინაიდან მათთვის არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო და არც საქართველო არაფერს ნიშნავს, ამიტომ ეს თემაც საქილიკოდ აქციეს.
„ასეთი და ამდენი უსამშობლო როგორ შეიყარეთ ერთად?განა არ იცით, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნაწილია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია?!განა არ იცით, რომ ირიბად ეს ფინანსური დახმარება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ისტორიული მიწების არაღიარების პოლიტიკის?!ცხადია იცით, მაგრამ თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო...თქვენთვის ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, ძალაუფლების მიტაცების გარდა არაფერს აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ აქციეთ საქილიკოდ ის თემა, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო იქნებით მუდამ უმცირესობაში, გათიშულები ქართული საზოგადოებისგან - პოლიტიკურ სანაგვეზე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
1743267045
ახალი ამბებიმაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...
1743266874
სპორტი„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე
ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...
1743264929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ახალგაზრდებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს
ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს - როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე...
1743263201
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: „ნაცები" არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას, პანიკაში არიან და ზრუნავენ, იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა
„ნაცები“ არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ - იქნებ აგრესიის...
1743261284
ახალი ამბებიგრეტა წიწავა: „ნაცების“ პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, რუსეთი საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო - ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, „ქართული ოცნება“ აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და ა...