შალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი

მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება არის ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე და ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი.
„ჩვენი საზრუნავი არის თითოეული ჩვენი მოქალაქე. ეს არის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ამას რომ ვაკეთებთ იმიტომ არის, რომ უმუშევრობა ჩვენთან 27%-დან 11%-მდე ჩამოვიდა. ჩვენ არჩევნებზე იმ დაპირებით გავედით, რომ ოთხ პროცენტამდე ჩამოვიყვანთ უმუშევრობას. ჩვენთან სიღარიბე 30 პროცენტიდან 11%-მდე ჩამოვიდა და 2028 წლამდე ვაპირებთ, რომ 14%-მდე დავწიოთ ეს მაჩვენებელი. სინამდვილეში, მთელი ჩვენი საზრუნავი ეს არის.
ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ყველანაირად ვზრუნავთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება მოქალაქეთა გარკვეულ დიდ რაოდენობის ჯგუფს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში. ეს არის განსაკუთრებული სოციალური გამოწვევა და ამას ყურადღებას აქცევს საქართველოს მთავრობა. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა, სხვადასხვა სახის ჩართულობაა და იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც ყველას ინტერესში იქნება.
მინდა, ჭიათურის მოსახლეობას და მათ შორის მაღაროელებს ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს ამაზე, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს. ეს ის გამოწვევა, რომელიც ობიექტურად არსებობს და რთულია ამის სრული გადაწყვეტა, ბევრი მიზეზის გამო - თანამედროვე ბაზრის კონიექტურიდან გამომდინარე ფასების გამო, ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. არ არის ახალი პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ეს არის არა ამ მომენტიდან გამომდინარე ზრუნვა, არამედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილია.
ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ამოცანა, ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი. ჩვენ ეკონომიკურად თუ არ განვვითარდით, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა არ აიწია, დავივიწყოთ საუბარი ნებისმიერ წარმატებული გაერთიანების წევრობაზე, არავის არ ვჭირდებით, თუ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ზუსტად იმიტომ, რომ იციან, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, არიან ძალები, რომლებიც ამას ურტყამენ.
ჩვენ კვლავ ვხედავთ, უცხოეთიდან დაფინანსებულ გარკვეულ ორგანიზაციებს, გარკვეული ბიზნეს აქტივისტებს და არა ბიზნესმენებს, რომლებიც იბრძვიან, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ეკონომიკა, წაახალისონ სოციალური უკმაყოფილება. ეს ყველაფერი არის საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმის ნაწილი, რომ ხელყოფილი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესი ეკონომიკური ზრდის, ბიზნესის განვითარების და რაც მთავარია, მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის.
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, მეშახტეზე, არის საქართველოს ხელისუფლება, ხელისუფლება ფიქრობს ამაზე, ჩართულია ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, რაც ჩვენი ქვეყნის ობიექტურ შესაძლებლობებშია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1743447483
მსოფლიოფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...
1743446839
ახალი ამბებიკირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ
„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...
1743444128
ახალი ამბებიტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...
1743443170
ახალი ამბებიმდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ
„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...
1743442328
ახალი ამბებიმდინარაძე: პრემიერის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრუ...