"ქურდული გარჩევები", ფულის გამოძალვა და პირის დასჯის მიზნით თვითდაზიანების მიყენების იძულება - ე.წ. კანონიერ ქურდებს და "ქურდული სამყაროს" წევრებს 8 და 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" და "ქურდული სამყაროს" სამმა წევრმა, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყვეს "ქურდული გარჩევა", კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, "ქურდული გარჩევისას", "კანონიერმა ქურდმა" და "ქურდული სამყაროს" წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს.

"პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ("კანონიერი ქურდობა", დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ("ქურდული სამყაროს" წევრობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 3 პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ე.წ. კანონიერ ქურდს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო "ქურდული სამყაროს" სამ წევრს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წევრს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ქართველი კაცი პოლონეთში პოლიციელად ასაღებდა თავს და ხანდაზმულებს დიდი ოდენობით თანხებს სძალავდა  

🔵"ცვლილება დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი" - 1-ლი მარტიდან კრედიტინფო უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით ფართოვდება  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714199655

მსოფლიო

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....

ერაყელი TikTok-ვარსკვლავი

1714154021

ახალი ამბები

„ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“ - „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსულ...

პარტია "ქართული ოცნება"

1714152603

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში...

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა