ქართველი კაცი პოლონეთში პოლიციელად ასაღებდა თავს და ხანდაზმულებს დიდი ოდენობით თანხებს სძალავდა
პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ადგილობრივმა პოლიციამ სულ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თაღლითური სქემით ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული.
ბრალდებულების დაკავება ქალაქ პოზნანში მოხდა, თუმცა მანამდე, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება ქალაქ ტარნოვში ხანდაზმული კაცისგან 25 000 ზლოტის გამოძალვას გეგმავდა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, პოლიციამ დაადგინა, რომ ის ანალოგიური სქემით პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მოქმედებდა - თაღლითურად მოპოვებულმა თანხამ საერთო ჯამში 220 000 ზლოტი შეადგინა.
ოთხივე დაკავებულს ბრალდება თაღლითობის მუხლით აქვთ წარდგენილი და მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება-დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
1714206526
ჰოროსკოპიმაისი - 2024 წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „თუ თქვენ მზად ხართ ახალ ჰორიზონტებს შეეჭიდოთ ახლა სწორედ ამის დროა“
„საოცარი მაისი გველოდება წინ, ყველა გაგებით. 1 - 6 მაისამდე ეფექტური პერიოდია, მარტივად შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, ყველა ჩიხიდან შეძლეთ გამოსვლას. 12 - 20 მაისამდე პერიოდი, საკმაოდ რთულია, აქ მა...
1714201666
საზოგადოება„ნეტავი, იქ თეატრი არის?“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა
2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რა...
1714199655
მსოფლიობაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....
1714198250
საზოგადოებათბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება - როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-29 აპრილს საქართველოში
27-29 აპრილს საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში შენარჩუნებული იქნება თ...
1714163647
ჰოროსკოპი27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღის ზოგი სიახლე დადებით ემოციებს და კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. მზად იყავით ახლობელი ადამიან...