„რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“ - მიხეილ სარჯველაძე

„სამწუხაროდ, დღეს, გარკვეულ მედიკამენტებზე, დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პრეპარატებს ყიდულობს, ძირითადად კი, წამლები, კერძო სექტორს შემოაქვს, რეგულირებისა და რეგლამენტაციის პირობებში. ჩვენ, თვალს ვადევნებთ, ბაზარზე, ამა თუ იმ მედიკამენტის მოძრაობას. რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ იმ რეფორმაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური პაციენტები, 24 ივლისის შემდეგ გაცემული რეცეპტების საფუძველზე, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს, პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ და ამით, მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, მაგრამ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება გვიანდება, გარკვეული ინტერვენციის საჭიროება ჩნდება.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად იყოს მართული; ვინმე, ამას, კომერციული ინტერესების ლობირების, ან სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ვალდებულებების წარმოქმნის მიზნით გეგმავდეს და ახორციელებდეს. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ეჭვის მიზეზი მაინც ჩნდება. ჩვენი მიზანი არ არის, კონკურენტად ვექცეთ კერძო სექტორს. მაგრამ, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში, რაიმეს აგვიანებს, ან ისე ვერ აკეთებს, როგორც აუცილებელია, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, იქნება გარკვეული ჩარევა, თუ გნებავთ - ინტერვენცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არგუმენტები, თითქოს, კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის პროცესში, კერძო სექტორს, რაიმე წინაღობა ექმნება, არც ისე დამაჯერებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონკოლოგიასთან დაკავშირებულ პრეპარატებს ეხება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ დეფიციტი დიდხანს შენარჩუნდება, კერძო სექტორი, ამ პრობლემას დროულად ვერ აღმოფხვრის და ვერც რაიმე კონკრეტულ მიზეზს დაასახელებს, რაშიც დახმარება სჭირდება, აღნიშნულ მედიკამენტებს, სახელმწიფო, თავად შეისყიდის.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა