"როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს"- გია ვოლსკი უკრაინის ელჩის გაწვევაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან დამატებით კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რადგან ქართველები უკრაინელი ხალხის გვერდით დგანან:

დარწმუნებული ვარ, ამ კონსუტლტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორები, პირველი, დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქე აბარებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება.

საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასობით თავისი მოქალაქე არის მძევალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეკონომიკური სანქციებთან დაკავშირებით საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ.

ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა, მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს.

იმედი მაქვს, ამ კითხვებს კონსულტაციების დროს გაეცემა ობიექტური პასუხი. არანაირი რესურსი საქართველოს არ აქვს, რომ დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს და რუსეთს ყველა რესურსი აქვს, რომელიც მას ხელში გადასცა, ჩაახუტა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ხმამაღლა განცხადებებს აკეთებს, ტერიტორიების ოკუპაციის არ იყოს. მოღალატეობრივი განცხადების ხელმომწერები დღეს აქეთ ჭკუას გვარიგებენ. რასაკვირველია, პირდაპირი ან ირიბი სამხედრო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება, ასევე დამანგრეველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

კითხვა ჩნდება, ზელენსკის არის ეს გადაწყვეტილება თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ, პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა არ შეიძლება, რამე პოლიტიკურ კამათებში ჩავრთოთ ან ჩვენ ჩავერთოთ მის მიმართ, პირიქით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი დღეს გაიწვია.

ამავე თემაზე:

⬛ ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს

ქართველი მწერლები პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე