სააკაშვილი: ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, სხვათა შორის, ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას
„ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთისთვის გადაცემას აპირებს, - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ მორიგ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
მისი თქმით, მოსკოვისთვის აპირებენ მის გადაცემასაც.
„იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი სხვათა შორის ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს“, - თქვა ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოაცხადებს და მალევე საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება, რაზეც შეთანხმებულები და გარიგებულები არიან,
„ჩვენი თაობის ამოცანაა ეს არ დავუშვათ, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ სრულიად ერთიანები" - თქვა სააკაშვილმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 საქართველოს საელჩო უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
🔵 ვინ არის ქალი, რომელმაც ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი გადაარჩინა?
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...