სახალხო დამცველი: სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა.

როგორც ლომჯარიამ გლდანის #18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ აქვს, თუმცა, ის ექიმებს არ გაუსინჯავთ.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ #12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე თემაზე:
🔵ლიზა იასკო:იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736523191

მსოფლიო

BBC - ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანისევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის...

ხანძარი

1736520887

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...

პუტინი

1736517597

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...

ტრამპი

1736516080

მსოფლიო

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე

1736514667

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი