„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“ - მამუკა მდინარაძე
სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომლის ინფორმაციითაც, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
როგორც მან აღნიშნა, დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს დანაშაულებში ან ჰქონდეს ღირებული ინფორმაცია.
„დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1736433968
ახალი ამბები19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა
ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...