სამხარაული: ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა

ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, - ამის შესახებ ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც შს სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.

როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეს დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

"გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოებში).

ორმხრივი საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი - ერთი საათი, მარჯვნივ 30 წუთი - 4 საათი“, - წერია დასკვნაში.

აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერენ კონსტანტინე ცქიტიშვილი და ალექსანდრე გეჯაძე.

UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციმ) 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელსაც საქართველოდან ლექსო ლაშქარავას სახელი დაემატა.

UNESCO-ს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ლექსო ლაშაქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

სხვა სიახლეები:

🔳 "UNESCO საგამოძიებო ორგანო არაა" - შალვა პაპუაშვილი

🔳 "არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს" - ირაკლი ზარქუა UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე

🔳 მოკლული, 5 ივლისს საქართველოში - ლექსო ლაშქარავას unesco-ს სიაში შეტანას ინგა გრიგოლია ეხმაურება

🔳 UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელსაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი