„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად“ - ილია მეორე

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა.

„ყველას გულიღთადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეიძლება, ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად.

არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად.

ეცადოთ, თქვენც და თქვენი შვილებიც რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოწყდეთ წინაპართა ფესვებს და ძალისაებრ თქვენისა ხელი შეუწყოთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარშემო.

დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც, თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719691402

საზოგადოება

„ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის…ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა“ – თსუ სამძიმრის წერილს ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის – ელიზავეტა ხოშტარია, თსუ ეკონომიკისა და ბ...

გარდაცვლილი გოგო

1719687531

სპორტი

„ძალიან პოზიტიური გარემოა, დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით" - ოთარ კაკაბაძე

ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა...

ოთარ კაკაბაძე

1719684127

სპორტი

„მიდის სანახავად, არიიის...აბა რააა, იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია, დიდი გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ“ - გიგა გვენცაძე

„ევრო 2024“ -ის ქართველი კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში  2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის 30 ივნისს დაგეგმილ მაჩტთან დაკავშირებით წერს. გიგა გვენც...

გიგა გვეცენაძე

1719681703

სოციალური მედია

„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს ამქვეყნად" – გიორგი ქოჩორაშვილს შეყვარებული დაბადების დღეს ულოცავს

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი იუბილარია. მან დაბადების დღესთან დაკავშირებით უამრავი მილოცვა მიიღო. მისი შეყვარებული სანდრა მენდოსა Instagram-ზე გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და იუბილეს უ...

გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული

1719678962

მსოფლიო

ავარია რიკოთზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ამავე ცნობით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა, მალევე რიკოთზე ავარიის შედეგად დაშავებულებიდან ე...

პოლიცია