საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს - პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.
„ჩემი აზრით, ხვალ შეძლებს პროცესზე დასწრებას. ვნახოთ, შევალ, ვნახავ და გეტყვით. მე ცალკე მოვინახულებ, „ემპათიის“ წევრებიც შედიან , შემდეგ შევიკრიბებით ექიმთან. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა და არა სხვამ. წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ შეიძლება დასწრება. არ მგონია, რამე შეიცვალოს.
საბოლოო სიტყვა ეკუთვნის თვითონ პრეზიდენტს. სამივე კომისიის დასკვნა ალბათ იქნება, რაც იუსტიციის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს. მე ვერ გეტყვით მექანიზმს, როგორ მოხდება ამ სამი კომისიის შეჯერება. როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია. ლომჯარიას კომისიის დასკვნაც მგონი, იგივეა და იგივე თქვა „ემპათიას“ კომისიამ. ექიმებმა უნდა მისცენ დასკვნა და არა ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ“, – განაცხადა, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დეპუატატი სამშობიაროდ საკუთარი ველოსიპედით გაემგზავრა
🔵ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მხოლოდ მწვანე პასპორტით მოხვდებით
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...