საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.

ინფორმაციისთვის, 5 იანვარს, დილით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736399479

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ითამაშებს

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ფინალები მიმდინარეობს. ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო პესარო (105-ე ნომერი) – 6:3, 6:3....

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1736399127

საზოგადოება

თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...

თავდაცვის უწყების შენობები

1736369535

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...

პარლამენტის შენობა

1736368717

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...

გლოვის დღე

1736367928

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერი...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცი