„ჰაიდენჰაიმის“ დირექტორი: მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩია, ბუდუს განსაკუთრებული საგოლე თვისებები აქვს

 „ჰაიდენჰაიმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველს დიდი ხანი აკვირდებოდნენ და დარწმუნებულია, რომ ბუდუ კლუბს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„დიდი ხანი ვაკვირდებოდით ბუდუ ზივზივაძის განვითარებას „კარლსრუეში“. გასულ სეზონში ის უკვე აბსოლუტურად გამორჩეული იყო და მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კიდევ უფრო გაუმჯობესება მოახერხა. ბუდუმ შთამბეჭდავად აჩვენა, რომ განსაკუთრებული საგოლე თვისებები აქვს. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ შეუძლია დაუყოვნებლივ დაეხმაროს ჩვენს გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩია“, - განაცხადა სანვალდმა.

„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში სულ მეორე სეზონს ატარებს, გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა, კონფერენს ლიგის საგზურიც კი მოიპოვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი რთულადაა, 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და გავარდნის რეალური კანდიდატია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტია. „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩი წააგო, ბოლო 10 ტურში კი, ერთადერთი ქულა მოიპოვა, უახლოეს შეხვედრას 11 იანვარს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. კონფერენს ლიგაზე გერმანულმა კლუბმა პირველი ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში, ორრაუნდიან ბრძოლაში თებერვალში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736085243

საზოგადოება

რუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ.  სოფელ ნაკრას ასა...

პოლიციაპოლიცია

1736083147

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1736081650

ჰოროსკოპი

„ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! დადგება ხელსაყრელი მომენტი...“ - რა პროგნოზს აქვეყნებს ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...

ასტროლოგი

1736078598

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო - აფხაზური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო, - აღნიშნულის შესახებ „აპსნიპრესს“ ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ ე.წ. ხ...

ხანძარიხანძარი

1736072591

ახალი ამბები

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავა...

ზოგადი