სარფის საბაჟოს გადაკვეთის დროს თურქული მხარისთვის პისიარის და სწრაფი ტესტის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა

სარფის საბაჟოს გადაკვეთის დროს თურქული მხარისთვის პისიარის და სწრაფი ტესტის წარდგენა აღარ მოგიწევთ.

გადაწყვეტილება ამის შესახებ თურქულმა მხარემ მიიღო.

სპეციალური ჯიხური, სადაც საზღვრის კვეთის დროს პირს უნდა წარედგინა კოვიდ პასპორტი, ან  ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარტესტის ან სწრაფი ტესტის პასუხი დაკეტილია.

თურქეთის მხარის ამ გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, საზღვრის კვეთისას სავალდებულო იყო შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა:

კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე);

ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ);

გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა 12 წლის ასაკიდან).

გადაწყვეტილება არ შეუცვლია ქართულ მხარეს და ქვეყანაში შემომსვლელებისთვის გარკვეული, თუმცა შემსუბუქებული რეგულაციები მოქმედებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები  საქართველოში შემოდიან ტესტის საფუძველზე ან კოვიდპასპორტის შემთხვევაში. 

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სწრაფი ტესტის წარდგენის შემთხვევაში თვითიზოლაცია 5- დღემდე მცირდება. ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის პსრ ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება.

იზოლაცია არ ეხება კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!“ - ლელა კაკულია

🔵 ქალი, რომელიც სამშობიაროს დაბომბვისაც დაშავდა გოგონა შეეძინა

🔵  „4 თვის ნიკო უნდა გადარჩეს! სასწრაფოდ აუცილებელია 5000 $-ის მობილიზება“, - ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი